მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SEU სტუდენტებს სწავლის გადასახადს 50 დღით გადაუვადებს - რექტორის გადაწყვეტილება

5e70d42baa358
BM.GE
17.03.20 17:43
3355
მოსახლეობაში მოსალოდნელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და ხელშეწყობის მიზნით, სეუ-ს რექტორმა SEU-ს ყველა სტუდენტისთვის, სურვილის შემთხვევაში, სწავლის გადასახადის 50-დღიანი გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც bm.ge-ის სეუ-დან აცნობეს, 17 მარტიდან 5 მაისამდე შესაძლებელი იქნება საშეღავათო პერიოდი და გადავადებული თანხა მათთვის სასურველი გრაფიკით გადანაწილდეს მომდევნო თვეებზე.

“ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, SEU 16 მარტიდან Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით გადავიდა სრულ დისტანციურ სწავლა/სწავლებაზე სინქრონული (ინტერაქტიული) და ასინქრონული მეთოდებით!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ყველაფერი კარგად იქნება!
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 290 00 00
https://www.facebook.com/seu.edu.ge/  
www.seu.edu.ge ”, - ნათქვამია სეუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.