05.სექტემბერი .2019 13:07

სეულის Drone Challenge 2019 ტაიფუნის გამო გადაიდო

უკან

სამხრეთ კორეის დედაქალაქის ხელისუფლებამ ქარიშხალ "ლინლინის" გამო, უპილოტო საჰაერო ხომალდების ფესტივალი Seoul Drone Challenge 2019, ერთი თვით გადადო. 

მასშტაბური ღონისძიება სეულში 7 სექტემბერს იყო დაგეგმილი, ახლა ის ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბერს ჩატარდება.


ტაიფუნი "ლინლინის" ჩინეთში მძვინვარებს, სტიქიას კუნძულ ჰაინანზე მსხვერპლი მოჰყვა, განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი თუ სხვა სახის შენობა-ნაგებობა.


სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ სტიქია შაბათს სამხრეთ კორეას მიუახლოვდება, მოსალოდნელია, ძლიერი ქარი, წვიმა და წყალდოდბა.