მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთი არ აპირებს იზოლირებას, მისი იზოლირება შეუძლებელია“ - პუტინი

6255553ca1e3a
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.22 14:36
1878
რუსეთი არ აპირებს იზოლირებას და მისი იზოლირება შეუძლებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კოსმონავტის დღესთან დაკავშირებით კოსმონავტებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ იზოლირებას. თანამედროვე სამყაროში ვინმეს მკაცრი იზოლირება, მით უმეტეს ისეთი დიდი ქვეყნის, როგორიც რუსეთია სწორადაც რომ შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ იმ პარტნიორებთან ვიმუშავებთ, რომლებსაც ურთიერთობა უნდათ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსული გამოცემების ცნობით, 3 აპრილს რუსეთის სრული იზოლაციის შესაძლებლობა გამორიცხა კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა, ხოლო 5 მარტსრუსეთის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ მსოფლიო საკმაოდ დიდია იმისთვის რომ ევროპამ და აშშ-მ რუსეთის იზოლირება მოახდინონ. 24 თებერვალს კი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი "რკინის ფარდის" უკან ვერ აღმოჩნდებოდა.