მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სევეროდონეცკში ავიადარტყმამ ქიმიური აფეთქება გამოიწვია - მედია

62967082d8f70
ალა ისპირიანი
01.06.22 00:10
1007
სევეროდონეცკში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სევეროდონეცკში აზოტის მჟავას კონტეინერის აფეთქება, სავარაუდოდ, საჰაერო თავდასხმის შედეგად მოხდა. 

გუბერნატორი ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანებს აფეთქებიდან 400 მეტრის მანძილზე საფრთხე შეექმნათ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, სევეროდონეცკში დარჩენილი 15000 მაცხოვრებლიდან რომელიმეს ევაკუაციის შესაძლებლობა არ არსებობს - რადგან ის რუსების მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება:”რუსები არ უზრუნველყოფენ ჰუმანიტარულ დერეფნებს".

"ქალაქის 70-80 პროცენტს რუსული არმია აკონტროლებს. მეზობელი ქალაქი ლისიჩანსკი უკრაინის სრული კონტროლის ქვეშაა", - დასძინა მან.