მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სევსამორას" ინვესტიცია საგურამოში - რას სთავაზობს სასტუმრო Sevsamora Resort&Spa დამსვენებელს

5e463c546f10e
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.20 20:41
13972
საგურამოში, 2019 წლის მიწურულს პირველი სასტუმრო კომპლექსი Sevsamora Resort&Spa გაიხსნა.

ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს კომპლექსის მმართველმა და "ჰორეკა მენეჯმენტ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი პაპიაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ჯამში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„სასტუმროს ისტორიულ სოფელ საგურამოში აშენების იდეა მის მფლობელს გია გაგუას ეკუთვნის, მას სურდა თბილისთან ახლოს გაჩენილიყო ეკოლოგიურად სუფთა ზონა, რომლის სივრცეც, თანაბრად მისაღები იქნებოდა, როგორც საოჯახო დამსვენებლებისთვის, ისე ბიზნესს შეხვედრებისთვის და უცხოეთიდან მიღებული ტურისტული ჯგუფებისთვის.

სასტუმრომ დეკემბერში დაიწყო სატესტო რეჟიმში მუშაობა და პირველი სტუმრებიც ამ დროს მივიღეთ, რაც შეეხება მომართვიანობას, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ზაფხულის პერიოდზე ჯავშნების 40% უკვე მიღებულია“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.

გიორგი პოპიაშვილი აღნიშნავს, რომ Sevsamora Resort&Spa რეგიონში პირველი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც სტუმრებს გამორჩეულ გარემოსა და ერთ სივრცეში მოქცეულ, მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.

„45-ნომრიანი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ორი უმაღლესი სტანდარტით მოწყობილი 6-კაციანი ვილა, სპა-ცენტრი, ღია და დახურული აუზები, სავარჯიშო დარბაზი, სოლარიუმი, სპორტული და საბავშვო მოედნები, სამი განსხვავებული სტილისა და ტევადობის რესტორანი. ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომელიც სტუმრებს ყველანაირ პირობას უქმნის კომფორტული დასვენებისათვის”, - აღნიშნავს მენეჯერი.

აღსანიშნავია, ისიც რომ შპს "სევსარმორასთვის“ და მისი 100%-იანი წილის მფლობელისთვის ეს პირველი ინვესტიციაა სასტუმროს ბიზნესში. რაც შეეხება "ჰორეკა მენეჯმენტ ჯგუფს“, იგი უკვე 6 წელია ბაზარზეა და უკვე მეოცე პროექტს წარმატებულად ახორციელებს.