მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაბათ–კვირას რესტორნების ღია სივრცეები მუშაობას შეძლებენ – საბჭოს გადაწყვეტილება

60a233171dee0
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.21 13:11
1744
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებისთვის შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვა 22 მაისიდან ნაწილობრივ მოიხსნება და რესტორნებს სტუმრების მიღება დასვენების დღეებში მხოლოდ ღია სივრცეებში შეეძლებათ.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განმარტა, აღნიშნული შეზღუდვა 1 ივნისიდან შესაძლოა კიდევ უფრო გამარტივდეს.

„საქართველოში შაბათ-კვირას კვების ობიექტების ფუნქციონირება აკრძალულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მიტანა-გატანის სერვისზე მუშაობენ. აღნიშნული რეგულაცია მსუბუქდება და მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს სტუმრების მიღების უფლება შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეებში რეგულაციების სრული დაცვით ექნებათ. ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში 1 ივნისადან შესაძლოა შემდგომი შემსუბუქებაც გადაწყდეს.

ნარჩუნდება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილეები“, - განაცხადა ღიბრაძემ.