მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაბათს ოპერირება, სადღესასწაულო ღონისძიებები - რა მიზეზით დააჯარიმა შრომის ინსპექციამ 6 პირი

60a230af34726
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.21 22:30
654
ერთი კვირის განმავლობაში, შრომის ინსპექციის სამსახურმა შსს-ს კრიმინალურ და საპატრულო პოლიციასთან ერთად, აკრძალული საქმიანობისთვის 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

„4 შემთხვევაში კანონდამრღვევებს სანქცია სოციალური ღონისძიებებისთვის დაეკისრათ.

50-მდე პირის მონაწილეობით დაბადების დღის ორგანიზებისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდა ერთი იურიდიული პირი.

დაჯარიმებული ობიექტებიდან ერთ-ერთის მფლობელს პასუხისმგებლობა ფართის გადაცემისთვის დაეკისრა.

მასთან ერთად დაჯარიმდა ობიექტზე სოციალური ღონისძიების ორგანიზატორიც. იჯარით გადაცემულ ფართში საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით აკრძალული ღონისძიება ხორციელდებოდა. დაბადების დღის აღსანიშნად, 10-ზე მეტი პირი იყო თავშეყრილი.

ზემოთ ჩამოთვლილ 6-დან 2 შემთხვევაში კი, სანქცირების მიზეზს კვების ობიექტის შაბათ დღეს ფუნქციონირება წარმოადგენდა, რაც ასევე, საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით არის აკრძალული.

შრომის ინსპექციის სამსახური აგრძელებს ზედამხედველობას დადგენილი შეზღუდვების აღსრულებაზე და საზოგადოებას კანონის დაცვისკენ მოუწოდებს“, - წერია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.