მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შაჰ დენიზით" გაზის ექსპორტი 28%-ით გაიზარდა

5da96db5af215
მიხეილ ხაჩიძე
18.10.19 12:34
1751

2019 წლის იანვარ-სექტემბერში, აზერბაიჯანმა 19.917 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. როგორც აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში აცხადებენ, ეს მაჩვენებელი 18,5%-ით მეტია 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.


ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიდან (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, შაჰდენიზი ) გადაზიდული გაზი მთლიანი მოცულობის 37,2% -ს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში, ამ მილსადენით 7.413 მილიონი კუბური მეტრი ტრანსპორტირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,1% -ით მეტია.


აღსანიშნავია, შაჰდენიზის გაზსადენი აზერბაიჯანული გაზის საქართველოსა და თურქეთში ტრანსპორტირებისთვის აშენდა.