მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა ალავერდაშვილი: ათამდე სასტუმრო დაიხურა, ასი - სახელმწიფოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

5e68dda494470
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.20 16:57
3586
"თბილისის მასშტაბით, 10 სასტუმრო დაიხურა, 100 კი - სახელმწიფოს და ბანკების გადაწყვეტილების მოლოდინშია", - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ჰოტელიერების და მათ უკან მდგარი დასაქმებული ადამიანების ყოფა ახლა სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„10-მდე სასტუმრო დაიხურა, 100 სასტუმროზე  მეტი კი ელოდება სახელმწიფოს და ბანკების გადაწყვეტილებას - რას იტყვიან. ბანკების მხრიდან სესხების რესტრუქტურიზაციას ველოდებით. მათზეა დამოკიდებული გავალთ ბანკროტზე და ვიტყვით, რომ გავკოტრდით და ვეღარ ვიხდით სესხს და გადასახადებს და რაც გინდათ, ის ქენით და დაიწყეთ პროცედურები, თუ გავაგრძელებთ მუშაობას“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მინისტრს, კორონავირუსის გავლენიდან გამომდინარე, სასტუმრო ბიზნესში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საბიუჯეტო გადასახადების ნაწილში - მთავრობასთან, კრედიტების ნაწილში -  ბანკებთან, ხოლო კომუნალურების ნაწილში - ენერგოკომპანიებთან შუამდგომლობა სთხოვეს. 

თემასთან დაავშირებით, მთავრობა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაცია დღეს გავრცელდა.