03.მარტი .2020 12:32

შალვა ალავერდაშვილი დღეს "საქართველოს ბანკების ასოციაციას" შეხვდება

views 289
უკან

სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი დღეს, დღის მეორე ნახევარში "საქართველოს ბანკების ასოციაციას" შეხვდება.

ამის შესახებ ალავერდაშვილმა დღეს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო, ტურიზმის სექტორი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და მათი თხოვნაა, მოხდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება. კიდევ ერთი თხოვნა, რაც შალვა ალავერდაშვილის თქმით, შეიძლება სახელმწიფოსთან ჰქონდეთ, ქონების გადასახადის ვადის (მაისი) გადავადებაა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, საქართველომ ჩინეთთან და ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. ასევე, ირანთან სახმელეთო კავშირიც შეწყდა. გარდა ამისა, იტალიის მიმართულებით ავიაკომპანიებმა Wizzair-მა და Ryanair–მა ფრენების სიხშირე შეამცირეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა