მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს

62344eb6ed877
მარიამ ვარადაშვილი
18.03.22 13:28
771

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ვერ მიუერთდება, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს ზოგიერთ ისეთ წარმოებაზე დაუწესა სანქციები, რომელიც საქართველოს საერთოდ არ აქვს.

რაც შეეხება რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ტრანზიტის აკრძალვით მხოლოდ სომხეთი დაზარალდებოდა, რომელიც რუსეთში ფრენებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს. 

“სანქციები, რომლებიც დაწესებულია სხვადასხვა ქვეყნისა თუ ორგანიზაციის მიერ, ეს ჩვენზეც ახდენს გავლენას. გარკვეულ საკითხებში ავტომატურად ამის მონაწილე ვართ ისე, რომ მასში ჩართული ვერ ვიქნებით. მაგალითად, SWIFT-თან დაკავშირებით ბერკეტი არ გვაქვს, რომ მას მივუერთდეთ ან არ მივუერთდეთ. ზოგადად, სანქციებს თუ გადახედავთ, იქ არც არაფერი არ არის ისეთი, რასაც საქართველო შეიძლება მიუერთდეს ან არ მიუერთდეს. იცით, რომ დღეის მდგომარეობით, რუსეთთან ურთიერთობა ისედაც შეზღუდული გვაქვს. აქედან გამომდინარე, რაიმე დამატებით შეზღუდვაზე საუბარი რთულია.
რუსეთის ფედერაციასთან არანაირი ურთიერთობა ან ისეთი ბერკეტი არ გვაქვს, რომლის შეზღუდვა თუ შეწყვეტა რაიმე გავლენას მოახდენდა”, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.