29.აპრილი.2016 13:24
საზოგადოება

შალვა ხეცურიანი: ღვინის საუკეთესო კრიტიკოსები და სომელიეები ფილოლოგები არიან

შალვა ხეცურიანი: ღვინის საუკეთესო კრიტიკოსები და სომელიეები ფილოლოგები არიან
საქართველოში პირველად სომელიეს სტატუსი ოფიციალურად მიენიჭებათ. სომელიეს სტატუსის მოსაპოვებელი კონკურსი უკვე გაიმართა. თბილისის ღვინის სკოლის მსმენელებმა ორი დღის მანძილზე თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩააბარეს. თემაზე "საქმიან დილასთან" საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, შალვა ხეცურიანი საუბრობს.

- შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია, ზოგადად კურსით და მისი მონაწილეებით კმაყოფილი თუ ხართ?

- მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ყველა ვინც კი მონაწილეობდა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა. ჩვენ ზღვრები გვაქვს დაწესებული, თუ გინდა, რომ ასისტენტ სომელიე გახდე გამოცდა 60%-ზე უნდა ჩააბარო, ხოლო თუ გსურს სომელიე გახდე ზღვარი 80%-ია. პირები ვინც კომპეტენციის ზღვარი პირველივე ჯერზე გადალახეს იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე ჩვენ გვეგონა, რაც ძალიან კარგია.

- რა სახის გამოცდილება ჰქონდათ ამ ადამიანებს?

- ძირითად ეს ის ხალხია, ვინც ამ სექტორში უკვე მუშაობს, რესტორნები, სასტუმროები და ა.შ. თვითონ ეს გამოცდა ცალკე მდგომი ერთეულია, პირდაპირ მიბმული არ არის სკოლასთან. სკოლა უბრალოდ ამ გამოცდისათვის ამზადებს. ამ სტატუსის პრეტენდენტი რომ იყო აუცილებლი არ არის, რომ მაინც და მაინც ჩვენი სკოლა დაამთავრო. მთავარია გამოცდა ჩააბარო, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ახლა პირველად ჩატარდა.

- სომელიე რა უნარებს უნდა ფლობდეს?

- უპირველესად, ეს გარკვეულწილად ბუნებრივად უნდა გაგაჩნდეს, დავუშვათ შეგრძნებების უნარი. ბუნებრივია, ეს არომატის და გემოს შეგრძნებებია. ამის სწავლა აბსოლუტურად შესაძლებელია. კიდევ ორი არანაკლებ მნიშვნელოვანია მეხსიერება და ასევე კარგი გადმოცემის უნარი. საუკეთესო სომელიები და ღვინის კრიტიკოსები ძირითად ფილოლოგები არიან.

- რა სახის კონსულტაციები შეგვიძლია სომელიესგან მივიღოთ?

- სომელიე ეს არის ერთგვარი ღვინის ელჩი. ადამიანი, რომელიც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებსა და მომხმარებლს შორის მედიატორია. ის არცერთ შემთხვევაში არ არის მასწავლებელი, არამედ მრჩეველია. მას ისეთი უნარი აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რომ სწორად განეწყოს მომხმარებელთან, ჭკუა კი არ ასწვალოს, უნდა ურჩიოს. ის ძალიან კარგად გათვითცნობიერებული უნდა იყოს არა მარტო საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაზე, არამედ მსოფლიოში.

- კომპანიები თუ იყენებენ სომელიეს უნარს?

- ჩვენი მიზანია, რომ ეს პროფესია განვავითაროთ. ვერ ვიტყვით, რომ ამჟამად ის ქვეყანაში ძალიან განვითარებულია. ათი და ხუთი წლის წინ რესტორნებში სომელიე არავის სჭირდებოდა.

- ყველა რესტორანში უნდა იყოს სომელიე?

- ყველაში, რა თქმა უნდა არა, მაგრამ საქართველოში უკვე არის ისეთი დონის რესტორნები, სადაც შეიძლება სომელიემ იმუშაოს. სომელიე არ არის სპეციალისტი მხოლოდ ღვინოში. ის არის სპეციალისტი ნებისმიერ სასმელში დაწყებული წყლიდან და დამთავრებული ვისკით. ძალიან საინტერესო პროფესიაა.

25.აპრილი.2019 23:43
18

გუდამაყარში მეხანძრეები მთელი ღამე იმუშავებენ

ვრცლად
25.აპრილი.2019 22:00
106

"ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების 30% სიჩქარის გადაჭარბების შედეგია“

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:03
52

გუდამაყარში ხანძარი ხუთ ჰექტარზეა გავრცელებული

ვრცლად
25.აპრილი.2019 19:30
118

მთაწმინდის საბაგიროს ბედი გაურკვეველია - მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეული არ არის

ვრცლად
25.აპრილი.2019 18:19
89

გუდამაყრის ხეობაში ხანძარია

ვრცლად
25.აპრილი.2019 18:00
70

Ge.Domains - პირველი Cloudflare-ის სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში

ვრცლად