მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შანსი გვაქვს გავხდეთ გეოგრაფიული ჰაბი, მაგრამ არა ამ ინფრასტრუქტურით - მესხიშვილი

6272e3d474232
ალა ისპირიანი
06.05.22 00:00
933
სანქციებმა, რაც რუსეთის აგრესიას მოჰყვა, საქართველოსთვის შანსი გააჩინა გავხდეთ გეოგრაფიული ჰაბი - ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

"მთავარია, რომ ჩვენმა სახელმწიფოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გაითვალისწინოს. ეს რუსეთის აგრესიას და იმ სანქციებს უკავშირდება. საქართველოსთვის ამ შემთხვევამ უნიკალური შესაძლებლობა გააჩინა, რომ გეოგრაფიული ჰაბი გახდეს, მაგრამ არა ამ ინფრასტრუქტურით.

საგზაო ინფრასტრუქტურა, პორტი უნდა იყოს შესაბამისად გამტარუნარიანი. ჩვენ ვხედავთ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სერიოზული პრობლემებია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს შემოვლით გზას ეხება, მაგალითად არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვას. 

სურვილი გვაქვს, რომ ეკონომიკის მინისტრს კონკრეტული რეკომენდაციები შევთავაზოთ, რომ პრობლემები გადაიჭრას", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.