მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შანხაის Disney Resort-ი დღეს ნაწილობრივ იხსნება

5e660626b0c74
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.20 15:23
1065
შანხაის Disney Resort-ი დღეს ნაწილობრივ გაიხსნება შეზღუდული სავაჭრო ცენტრებით, სასადილო და სარეკრეაციო სივრცეებით. ამის შესახებ ინფორმაცია Disney Resort-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც Disney Resort-ის ადმინისტრაცია იუწყება, დაწესებულებები შეზღუდული დროით და სანიტარული პროცედურის სრული დაცვით განაახლებენ ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ გასართობი პარკის უმეტესი ატრაქციონები ისევ დახურულია.

ყველა სტუმარს, ვინც გადაწყვეტს ეწვიოს Disney Resort-ს, მოუწევს სპეციალური ჯანმრთელობის ტესტის გავლა, როგორიც არის სიცხის გაზომვა და ჯანმრთელობის QR კოდის წარდგენა. ასევე, სტუმრებს პარკის შიგნით გადაადგილება მხოლოდ სამედიცინო ნიღბით შეეძლებათ. პარკის ვიზიტორებს ასევე მოუწევთ, დაიცვან სპეცალური დისტანცია ერთმანეთისგან სასადილო და სავაჭრო სივრცეებში.