მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შაორის ტბა არ გაყიდულა, ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა“ - ამბროლაურის მერი

643fe7082f017
თინათინ ნატმელაძე
19.04.23 17:09
1793
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაორის ტბა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ალექსანდრე კოროლევის მფლობელობაში გადავიდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად BM.GE სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვეუბნებიან, რომ შაორის ტბაზე მხოლოდ თევზჭერის 1 ლიცენზიაა გაცემული.

„შაორის ტბაზე თევზჭერის ლიცენზია 2005 წლიდან კომპანია „შპს შაორის ტბაზეა“ გაცემული, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2025 წლამდეა", - აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძეც, რომელიც აღნიშნავს, რომ შაორის ტბა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

ინფორმაციისთვის გეტყვით იმასაც, რომ ბიზნეს რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, შაორის ტბაზე თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი კომპანია "შაორის ტბის“ 80%-იანი წილის მფლობელი „შპს აკვაკულტურა საქართველოა“, რომლის დირექტორიც ზემოთ ხსენებული, რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე კოროლევია, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილს საქართველოს მოქალაქე პაატა მოდებაძე მართავს.