მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შაქრის ფასმა, რაც არ უნდა დაიკლოს, პროდუქტის გაძვირება გარდაუვალია” - კასპის საკონსერვო ქარხანა

623c75354e0c9
მარიამ იზორია
24.03.22 21:42
912
“კასპის საკონსერვო ქარხნის” დირექტორი ოთარ მერაბაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ კომპანიის პროდუქციაზე ფასების მატება გარდაუვალია.

მისი თქმით, ფასთა მატების მიზეზი შაქრის, საწვავისა და კომუნალური გადასახადების ღირებულების ზრდაა.

“შაქარი გაძვირებულია, ჩვენი წარმოება კი შაქრის ფასზეა დამოკიდებული. მისი ფასი, რაც არ უნდა დარეგულირდეს, პროდუქტის გაძვირება გარდაუვალია. ფასები მაისში, ხილის სეზონის დაწყებისთანავე გადაიხედება, ხილის ფასი მოგვცემს ზუსტ პროგნოზს", - ამბობს მერაბაშვილი და ყურადღებას რუსეთ-უკრაინის ომის გამო, შესაფუთი მასალების იმპორტის შესაძლო შეფერხებაზეც ამახვილებს. როგორც თავად აღნიშნავს, ამ მიმართულებით სრულიად უკრაინაზე დამოკიდებული კომპანია ალტერნატიული ბაზრის მოძიებას დაიწყებს.

"რაც შეეხება შესაფუთი მასალების იმპორტს, ამ მხრივ სრულიად უკრაინის ბაზარზე ვართ დამოკიდებული, წლიურად 1 მილიონი მაინც შემოგვქონდა. არსებული მარაგები 2022 წლის განმავლობაში უნდა გვეყოს, თუ დეფიციტი შეიქმნა თურქეთიდან შემოვიტანთ, თუმცა პროდუქტზე ფასის ზრდას ესეც შეუწყობს ხელს, რადგან თურქეთი უკრაინაზე ძვირი ბაზარია.

უკრაინაში მცირე მოცულობით ექსპორტსაც ვახორციელებდით, ამ რაოდენობას ევროპაში გადავანაწილებთ”, - ამბობს “კასპის საკონსერვო ქარხნის” დირექტორი.