მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩაის ტურიზმს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს" - "გეზრული ჩაიმ" 23 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა

62715fec8008c
ალა ისპირიანი
03.05.22 22:45
1453
"გეზრული ჩაის" დირექტორი თორნიკე შეყილაძე მიიჩნევს, რომ ჩაის ტურიზმს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს, რის გამოც ამ სფეროში 23 000 ევროს ინვესტიცია განახორციელეს.

როგორც ფერმერი Bm.ge-სთან განმარტავს, მათ მემკვიდრეობით მიღებული სახლი საოჯახო სასტუმროდ გადააკეთეს, სადაც მომხმარებლებს ჩაის დამზადების ტექნოლოგიისა და ქართული ჩაის კულტურის გაცნობის საშუალება აქვთ.

"საქართველოში ჩაის ტურიზმი ნაკლებადაა განვითარებული და ფეხს ახლა იდგამს. ჩაის მწარმოებელ ქვეყნებში პოპულარულია ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება "ჩაის გზა". აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებას საფუძველი გურიაში 2019 წელს ჩაეყარა. ტურისტული სეგმენტიდან გამომდინარე მოთხოვნა იყო ვიზიტორს ეტაპობრივად გაევლოთ ყველა ის პროცესი, რომელიც საჭიროა ნედლეულიდან სხვადასხვა სახეობის ჩაის დასამზადებლად. მოთხოვნის შესაბამისად გაჩნდა იდეა მემკვიდრეობით მიღებული სახლი გადაგვეკეთებინა საოჯახო სასტუმროდ, სადაც მომხმარებელს ვაცნობთ ჩაის დამზადების ტექნოლოგიებს, ქართული ჩაის კულტურას და ისტორიას. ამასთან, ვთავაზობთ გასტრო და სათავგადასავლო ტურებს.

გრანტი მივიღეთ რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის, პროექტი GRETA, მწვანე ეკონომიკა მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობისგან, რომელიც ევროკავშირისა და მისი ორო წევრი ქვეყნის შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით ხორციელდება. გრანტის თანხა, 16 000-მდე ევროს შეადგენს. მთლიანი ინვესტიცია 23 000 ევროა. გრანტის მეშვეობით შესაძლებლობა მოგვეცა გაგვეუმჯობესებინა და განგვეახლებინა სასტუმრო, ასევე დაგვემატებინა ნომრები და მომსახურება გაგვეწია უფრო მეტი ტურისტისთვის", - აღნიშნავს თორნიკე შეყილაძე.

ფერმერის თქმით, ტურისტებს ჩაის სეზონის დაწყებისთანავე ჩეხეთიდან და ამერიკიდან უკვე ელოდებიან. 

"2018-2019 წლებში ჩინეთში, ჟანგჟოუს ჩაის მეცნიერებათა უნივერსიტეტში გავდიოდი ტრენინგებს, სადაც ჩემმა წარმოებულმა ჩაიმ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. პირველი ტურისტები იყვნენ აღნიშნული უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩაის წარმოებითა და ტექნოლოგიით. ასევე აქტიურად მონაწილეობას ვიღებთ ჩაის ფესტივალებში, საიდანაც ვმასპინძლობთ ვიზიტორებს. გარდა ამისა ვსარგებლობთ სხვადასხვა ტურისტული პლატფორმებით. სეზონის დაწყებასთან ერთად ველოდებით ტურისტებს ჩეხეთიდან და ამერიკიდან", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, "გეზრული ჩაი" იმერეთის რაიონის სოფელ გეზრულში იწარმოება.