მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელი "ოცნების" მიერ შეთანხმების ანულირებაზე განცხადებას ავრცელებს

6102804b25b7f
BM.GE
29.07.21 14:22
5262
შარლ მიშელი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ, მისი შეფასებით, სწორედ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა იმისთვის, რათა საქართველო ევროპული რეფორმების დღის წესრიგს დაუბრუნდეს. 

განცხადების გამოქვეყნებამდე შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. 

„ყურადღება გავამახვილე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპული გზის შეთავაზებას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთანავე, ყურადღება გავამახვილე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის სასარგებლოდ. ვერ ვხედავ ალტერნატივას სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებლად და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და გამოიჩინონ ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლის მიმართ. ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს არსებული სიტუაციისა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად.