20.აპრილი .2021 19:03

შარლ მიშელი: „რეფორმები არის ის, რაც საქართველოს სჭირდება"

შარლ მიშელი: „რეფორმები არის ის, რაც საქართველოს სჭირდება"
views 243
უკან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს და მის მოსახლეობას უკეთესი მომავლისთვის ახლა რეფორმები სჭირდება.

მან პოლიტიკურ მხარეების მიმართ თავისი პატივისცემა გამოხატა და მედიაციის პროცესში მონაწილეობისა და მიღწეული შეთახმების გაფორმებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტიდან 6 კვირის შემდეგ ისევ აქ ვარ. სასიამოვნოა აქ ყოფნა და პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრა, რომლებიც ინკლუზიურ პარლამენტში ერთად იმუშავებენ. მადლობა ბატონო პრემიერო, ბოლო კვირების განმავლობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრიუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის.

ჩემს პატივისცემას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართაც გამოვხატავ, იმ ერთგულებისთვის, რომელიც თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით გამოხატეს. ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე და ეს არის ის გონივრული მიდგომა, რომელიც ამ ეტაპზე იყო საჭირო. ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში უკეთესი მომავლისთვის ერთად ვიმუშაოთ. რეფორმები არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველჰყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, იმისთვის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის გზა გაიხსნას“, - განაცხადა შარლ მიშელმა.