მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

60ae89a7ce970
თამთა ჯიჯავაძე
26.05.21 21:46
411
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას „ამბიციური რეფორმების“ განხორციელებაში.

„გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი აფასებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას და აგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას მეგობრულად და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას და ამბიციურ რეფორმებს“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.