მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელი უკრაინაში ჩავიდა

625fd417c7658
მარიამ ვარადაშვილი
20.04.22 13:39
640
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ჩავიდა.

“დღეს კიევში. თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში”, - წერს მიშელი "ტვიტერზე".

მანამდე უკრაინაში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა. ის ჯერ ბუჩაში ჩავიდა, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

აღსანიშნია, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს პირადად გადასცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, შეფასების ანგარიშს მოამზადებს.