მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელი: ვგრძნობ, საქართველოს პრემიერი და მისი გუნდი ბევრს ითანამშრომლებს ჩვენთან

607ef50c05734
თელარა გელანტია
20.04.21 19:34
523
"ნამდვილად, ეს შეთანხმება ძალიან საკვანძო და მნიშვნელოვანია. ეს არის კარები საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. სწორედ ამიტომ ვიყავი ასეთი მოტივირებული და სწორედ ამიტომ მინდოდა რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შარლ მიშელი საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს, არა მხოლოდ რეფორმების განსახორციელებლად, არამედ ასევე ძლიერი და ამბიციური პროგრამების შესამუშავებლად.

„საქართველოში მყოფი პოლიტიკური მოთამაშეების ამგვარი ძლიერი ჩართულობა და ლიდერობა ამიტომ არის მნიშვნელოვანი. უფრო მეტსაც გეტყვით, ევროპის და საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი იმუშავა ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში და სამომავლოდ 500 კონკრეტული პროექტი მზადდება სხვადასხვა მიმართულებით.

იმედი მაქვს, მომდევნო კვირების განმავლობაში მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან არა მხოლოდ რეფორმების განსახორციელებლად, არამედ ასევე ძლიერი და ამბიციური პროგრამის შესამუშავებლად მომდევნო წლებისთვის. გადაწყვეტილებას მივიღებთ შემდეგი პროგრამის შესახებ 2021-2027 წლებისთვის. მნიშვნელოვანი არჩევანი იქნება გასაკეთებელი.

და ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტების და ქვეყნის კეთილდღეობის შესახებ, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ევროპელი ლიდერებისთვის. ეს იმისთვის კეთდება, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია რთული გამოწვევაა. მას პოტენციურად უზარმაზარი ნეგატიური შედეგები გააჩნია. სწორედ ამიტომ, ეს დრო არის მომავალში ინვესტირების, მწვანე ეკონომიკაში ინვესტირების, ციფრული ეკონომიკის განვითარების დღის წესრიგში ინვესტირების, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის და სამუშაო ადგილების შექმნის მომენტი.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვგრძნობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ბევრს ითანამშრომლებს ჩვენთან ყველა პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერის მისაღებად, საქართველოში სიტუაციის გასაუმჯობესებლად, სოციალურ-ეკონომიკური დონის გასაზრდელად, რაც მნიშვნელოვანია რეგიონალური თვალსაზრისითაც“, - განაცხადა შარლ მიშელმა.