მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინაზე წვდომა

603c92b53caf9
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.21 11:12
887
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვაქცინაცია კოვიდის პერიოდში მთავარი გამოწვევაა და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველომ ვაქცინა მალე მიიღოს.

„Covid-19-ის პერიოდში ევროპამ აჩვენა და გააგრძელებს ამ პროცესს, რომ დაანახოს საქართველოს თავისი მობილიზება. კრიზისის დასაძლევად ჩვენ 400 მლნ ევროს მობილიზება მოვახდინეთ. ამ მომენტში ვაქცინაცია მთავარი გამოწვევაა.

ევროკავშირი კოვაქს პლატფორმის მთავარი დონატორია და იმედი მაქვს, რომ მისი მეშვეობით საქართველოშიც მოხდება ვაქცინის დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა და ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად მოხდება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი საქართველოშია და ერთ-ერთი პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა.