მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელის ახალი წინადადება ვადამდელ არჩევნებზე ჩანაწერს ითვალისწინებს

607c5ed6a526b
BM.GE
18.04.21 20:17
2089
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ყველა ქართული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებული ახალი დეტალური წინადადება წარუდგინა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტში საუბარია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზეც, თუკი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. მსგავს ჩანაწერს არ ითვალისწინებდა შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის დაახლოებით 2 კვირის წინ შეთავაზებული დოკუმენტი.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტში 5 კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს. ასევე წინადადების მიხედვით, უნდა შეიცვალოს მთავარი პროკურორის არჩევის წესიც.

პოლიტიკური პარტიები საკითხთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციებს გადიან, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტები მოაწერენ მას ხელს.