20.აპრილი .2021 14:12

შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის განრიგი ცნობილია

შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის განრიგი ცნობილია
views 327
უკან

დღეს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს,
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

შარლ მიშელი დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება.

შარლ მიშელის ჩამოსვლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას უკავშირდება, რომელიც გუშინ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა