30.ივლისი .2021 11:50

შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე პრემიერი პირველ კომენტარს აკეთებს

შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე პრემიერი პირველ კომენტარს აკეთებს
views 1773
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადეს.

პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა შეთანხმება, რომელიც ცალმხრივად იყო გაფორმებული.

„რეალურად, ეს კარგად განმარტა პარტიის თავმჯდომარემ, რომ ჩვენ 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ. მინდა აქვე კიდევ ერთხელ, საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ, მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის.

ამის პარალელურად თქვენ ნახეთ, თუ როგორი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით. კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ოპოზიციური პარტიებიდან დღეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა დანარჩენი პარტიების რეიტინგის ჯამი შეადგენს 10%-ზე მეტს, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ამავე დროს კი დესტრუქციული ძალის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს და აშშ-ს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ შარლ მიშელის მადლიერია.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვალდებულებები შეასრულა.

„ყველას მოგიწოდებთ დამშვიდებისკენ, ახლა გვჭირდება განვითარება და სტაბილურობა“, - აღნიშნა პრემიერმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა