მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან NCDC-ში ფულადი ჯილდოს და დანამატის სახით წლიური სარგოს მხოლოდ 6% გაიცა - IDFI

60b2059e98b12
თელარა გელანტია
29.05.21 13:29
935
2020 წელს NCDC-ში ფულადი ჯილდოს და დანამატის სახით წლიური სარგოს მხოლოდ 6% გაიცა. ამის შესახებ IDFI-ის მიერ მომზადებული კვლევიდან ირკვევა.

„2020 წელს, პანდემიის მართვაზე ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი უწყების სსიპ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ფულადი ჯილდოს სახით გაცემულია სულ 15,500 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 354,330 ლარი.
აღნიშნული თანხა შეადგენს წლიური სარგოს მხოლოდ 6%-ს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

IDFI-ს შეფასებით, აღნიშნული პანდემიის პირობებში ამ უწყების თანამშრომლების მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატურ ანაზღაურებად ვერ ჩაითვლება.

2020 წელს ყველაზე მეტი პრემია სებ-სა და სემეკში გაიცა - IDFI