მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან საწვავის იმპორტი 2020-2019 წლებთან შედარებით გაიზარდა - იმპორტიორთა კავშირი

61deac7654512
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.22 14:32
625
2021 წელს ქვეყანაში ნავთობის იმპორტი და მოხმარება როგორც 2020, ასევე 2019 წელთან შედარებით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1 148 705 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან (1 105 995 ტონა) შედარებით 42.7 ათასი ტონით ანუ 3.9%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 096 018 ტონა) 52,7 ათასი ტონით ანუ 4.8%-ით აღემატება.

მათ შორის, 2021 წლის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 587 179 ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 46.8 ათასი ტონით ანუ 8.7%), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 561 526 ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4.1 ათასი ტონით ანუ 0.7%-ით) შეადგინა.

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-დეკემბერში A-91 რეგულარი ტიპის ბენზინის იმპორტი - 375 883 ტონა (64%) იყო; A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 199 490 ტონა (34%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინის იმპორტმა კი 11 805 ტონა (2%) შეადგინა;

ნავთობპროდუქტების იმპოერტიორთა კავშირის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქმენეთიდან - 244 601 ტონა განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 21.3%-ს შეადგენს. სხვა საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია: რუსეთი - 221 181 ტონა - 19,3%; აზერბაიჯანი - 215 872 ტონა - 18.8%; რუმინეთი - 204 638 ტონა - 17.8%; ბულგარეთი - 167 708 ტონა - 14.6%; საბერძნეთი - 37 223 ტონა - 3.2%, თურქეთი - 33 021 ტონა (2.9%), იტალია - 14 948 ტონა (1.3), ყაზახეთი - 2 824 ტონა (0.2%) და სხვ.

მათ შორის აღსანიშნია, რომ 2021 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებიდან - რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, 424 517 ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 36.9%-ს შეადგენს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ, რომ საწვავის იმპორტის ზრდა ეკონომიკურ ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

"როგორც ვხედავთ, 2021 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება გაიზარდა როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდე არსებულ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდასთან.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პირველად დაფიქსირდა თურქმენეთი, როგორც ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი. მათ შორის, ის ბენზინის საწვავის (მხოლოდ A-91 ტიპის) ყველაზე დიდი მომწოდებელია. ხოლო დიზელის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაა“, - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში.