მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შატილამდე მისასვლელი გზის პროექტს 59 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება

5f2a4d7963f4c
BM.GE
05.08.20 10:10
962
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ მიერ შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია.

„მთის გზების“ პროექტის პარალელურად, გზის რეაბილიტაციის 2 პროექტი მსოფლიო ბანკის, ხოლო 3 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

"მიუხედავად გეოლოგიური გამოწვევებისა, წელს შატილის მიმართულების გზაზე სამუშაოები ფაქტობრივად არ გაჩერებულა. პროექტის მიზანია შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და 2 ავტომანქანისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება. შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, რეგიონის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას"-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.