მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შატილის გზაზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

62bdda1b85c42
BM.GE
30.06.22 21:14
906
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე აღდგენილია მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ამავე გზის კმ20-კმ22 მეწყრულ მონაკვეთზე, გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება.