მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შატილის გზის მშენებელი კომპანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დააჯარიმეს

5f2adc0df2f68
BM.GE
05.08.20 20:16
1103
შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროცესში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი, გარემოზე მიყენებული ზიანის ფაქტის გამო მშენებელი კომპანია დაჯარიმდა.

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის შემადგენელ ერთ-ერთ მონაკვეთზე დაცული ტერიტორიების ნუსხიდან ამორიცხული ფერდის დამუშავებისას მშენებელი კომპანიის ტექნიკა სამშენებლო ობიექტამდე დაცული ტერიტორიების გავლით გადაადგილდა. ფაქტის გამოვლენისთანავე, მშენებელი კომპანია დაჯარიმდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გავრცელებულ ინფორმაციაში კომპანიისთვის დაკისრებულ ჯარიმის მოცულობას არ აკონკრეტებს.

"შატილამდე მისასვლელი გზის პროექტით გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება უსაფრთხო. არსებული გრუნტის გზა არის ვიწრო და მასზე ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება"-აცხადებენ დეპარტამენტში.



ინფორმაციისთვის, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
,