მთის გზების პროექტის ფარგლებში შატილის მიმართულებით 54 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც BM.GE-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია შატილის მიმართულებით გზის რეკონსტრუქცია, რომელიც მთის გზების პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი - ომალო - ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის
შემადგენელი ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ ბარისახო-შატილის მიმართულებაზე მთის გზების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები
დაყოფილია 7 ლოტად (კმ52-კმ106). რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდება 54 კმ გზა, ჯამური ღირებულება 21 367 426 ლარია.
„პროექტის მიზანია, შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და 2 ავტომანქანისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ შატილის მიმართულებით, უკვე დასრულდა 18 კმ-იანი მონაკვეთის (კმ33-კმ51)რეაბილიტაცია. ასევე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს 16 კმ-იანიმონაკვეთის (კმ16-კმ32) რეაბილიტაცია.
საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა, აშენდება 17 ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ