მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შატო ყირამალა ლაგოდეხი”: 11 კოტეჯი დავიმატეთ, ინვესტიციამ 0.5 მლნ ლარს გადააჭარბა

6283c1a282a87
მარიამ იზორია
21.05.22 22:20
2768
“შატო ყირამალა ლაგოდეხი” გაფართოვდა. რესტორნის ტერიტორიას კოტეჯები და საცურაო აუზი დაემატა.

როგორც bm.ge-ს “შატო ყირამალა ლაგოდეხის” დამფუძნებელმა ზურა მუმლაძემ განუცხადა, გაფართოებისთვის 0.5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და სესხი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიერ დაფინანსდა.

მისივე თქმით, ადგილზე 11 კოტეჯი მოეწყო, შედეგად კომპლექსს ჯამში 45 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

“ინვესტიციის მოცულობამ 0,5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ადგილზე 11 კოტეჯია, ეზოთი, აუზით, ასევე აქამდე არსებული რესტორნით, მარნით, ვენახით, ტბითა და სათევზაო ზონით. ჯამში 45 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ჩვენთვის პირველი სეზონია და უკვე, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ დამსვენებელს ვუმასპინძლეთ. სეზონი ახლა იწყება და მოლოდინებიც დადებითი გვაქვს. რაც შეეხება ფასებს, კოტეჯის ღირებულება 140 ლარიდან იწყება”, - ამბობს “შატო ყირამალა ლაგოდეხის” დამფუძნებელი.

ზურა მამალაძე ტურისტული ობიექტის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, ადგილზე სასტუმროს მშენებლობაც განიხილება.