მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ პარასკევს მსოფლიოში ონლაინ შოპინგი 22%-ით გაიზარდა და $9 მლრდ შეადგინა

5fc391c323287
თათია კაკიაშვილი
29.11.20 17:04
1076
2020 წლის შავ პარასკევს მსოფლიოში ონლაინ შოპინგი 22%-ით გაიზარდა და მიღებულმა შემოსავალმა 9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი Adobe-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

Adobe Analytics–ის მონაცემების თანახმად, წლევანდელი Black Friday ონლაინ შოპინგის დანახარჯმა ახალი რეკორდი დაამყარა, რადგან კოვიდ პანდემიამ უფრო მეტი ადამიანი აიძულა, სახლიდან დისტანციურად ევაჭრათ და ხალხმრავალ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში წასვლისგან თავი შეეკავებინათ.

Adobe-ში განმარტავენ, რომ პანდემიური 2020 წლის შავი პარასკევი აშშ-ის გაყიდვების ისტორიაში სიდიდით მეორეა და ამ მხრივ მას მხოლოდ გასული წლის კიბერ ორშაბათი ჩამორჩება.

ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ წლევანდელ კიბერ ორშაბათს ყველაზე დიდი ციფრული გაყიდვების დღე იქნება, რომლის ხარჯები, სავარაუდოდ, იმერყევებს 10,8 მილიარდ დოლარსა და 12,7 მილიარდ დოლარს შორის, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15% –დან 35% –მდე ზრდას გულისხმობს.

“ახალი კონსოლები, ტელეფონები, ჭკვიანი მოწყობილობები და ტელევიზორები, რომლებიც შავი პარასკევის ტრადიციული შენაძენია, წელს ონლაინ კალათის სივრცეში მოიაზრება სასურსათო პროდუქტებთან, ტანსაცმელთან და ალჰოკოლურ სასმელებთან ერთად, რომლებიც აქამდე ტოპ შენაძენების სიის სათავეში იყო”, - ამბობს ტეილორ შრეინერი, Adobe Digital Insights– ის დირექტორი.

წელს ბევრმა საცალო ვაჭრობამ სადღესასწაულო გაყიდვები ოქტომბერში დაიწყო, რაც Amazon-ის Prime Day ღონისძიებას უკავშირდება და შედეგად, უფრო მეტი შენაძენი გაკეთდა ინტერნეტით, რამაც მყიდველებს ნაკლები მიზეზი მისცა ტრადიციულ მაღაზიებში შოპინგისგან თავის არიდებისთვის.

თუმცა მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც შავ პარასკევს შოპინგი ტრადიციული გზით არჩიეს და შედეგად, ნაკლებად გადატვირთული გზები და თითქმის დაცარიელებული ავტოსადგომები დახვდათ.


საინტერესოა ისიც, რომ Adobe-ის ინფორმაციით, შავ პარასკევს მომხმარებლებმა წუთში 6,3 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს, რაც ერთი ადამიანის საშუალოდ 27,50 აშშ დოლარის დანახარჯს ნიშნავს.

რაც შეეხება ცალკეულ სეგმენტებს, მაგალითად, წელს სმარტფონებზე ხარჯი 25,3%-ით გაიზარდა და 3,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ელექტრონული კომერციის მთლიანი ხარჯების 40% -ს შეადგენს.

შავი პარასკევის წლევანდელ ტოპ გაყიდვად პროდუქციაში შედის: ლეგოს ნაკრები, Apple AirPods, Apple Watches, Amazon Echo მოწყობილობები და სამსუნგის ტელევიზორები. ალბათ, გასაკვირი არც ისაა, რომ ხალხი ონლაინ შოპინგს წელს საკვების შესაძენადაც მიმართავს. უფრო მეტიც, შავი პარასკევის ონლაინ სასურსათო მაღაზია 397%-ით გაიზარდა, ოქტომბრის დღიური საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. პირადი ჰიგიენის საშუალებების გაყიდვამ მოიმატა 556% -ით, ხოლო შინაური ცხოველების პროდუქტებზე დახარჯულმა ხარჯებმა - 254% -ით.