მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა – არიან გარდაცვლილები

600442d491697
BM.GE
17.01.21 18:00
988
შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. რუსული მედიის ინფორმაციით, საუბარია მშრალი ტვირთების გადამზიდ გემზე, რომელიც თურქეთის სანაპიროსთან ჩაიძირა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. რუსული "ინტერფაქსის" ინფორმაციით, 2 მეზღვაურის გვამია ნაპოვნი. ისინი სწორედ შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ. ეკიპაჟის 5 წევრის გადარჩენა სამაშველო ჯგუფებმა მოახერხეს. რუსული გემი თურქეთის პროვინციის – ბარტინის მიმდებარედ ჩაიძირა. მაშველებს სამუშაოები ცუდმა ამინდმაც გაურთულა. რა გახდა გემის ჩაძირვის მიზეზი, უცნობია.