მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ჭირი პეკინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბაიანურში ოფიციალურად დადასტურდა

5f04887feba70
ნათია თაქთაქიშვილი
07.07.20 20:20
6556
შავი ჭირი პეკინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბაიანურში ოფიციალურად დადასტურდა. რეგიონში მესამე დონის განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას China Daily-ი ავრცელებს.

როგორც ჩინური გამოცემა წერს, ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და ცხოველებზე ნადირობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

"ამ დროისთვის ქალაქში შავი ჭირის გავრცელების საშიშროება არსებობს. საზოგადოებამ თავდაცვის და პრევენციის ზომები უნდა გააუმჯობესოს", - განაცხადეს ადგილობრივმა ჯანდაცვის წარმომადგენლებმა.

ბაიანურის ადგილობრივი მთავრობა მოქალაქეებს სთხოვს, რომ მკვდარი ვირზაზუნის (მონღოლეთში და ჩინეთში გავრცელებული ცხოველი) პოვნის შემთხვევაში ჯანდაცვის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. აღსანიშნავია, რომ ვირზაზუნა შავი ჭირის ეპიდემიის მიზეზი არაერთხელ გამხდარა.