მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შავი ლომი”: თანამშრომლების ტრანსპორტირების გამო ყოველდღიური ხარჯი 200 ლარით გაგვეზარდა

611c04c47f38f
თათია ჩაფიჩაძე
18.08.21 09:40
4946
რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებლის მერიკო გუბელაძის თქმით, ტრანსპორტის აკრძალვის გამო თანამშრომლების გადაადგილებისთვის საჭირო ხარჯი დღიურად 200 ლარამდე გაეზარდათ. რაც შეეხება სამუშაო დროის 00:00-დან 23:00სთ-მდე შემცირებას, გუბელაძე ამბობს, რომ ამ ფაქტს მომხმარებლების რაოდენობის შემცირებაზე ნეგატიური ასახვა არ მოუხდენია.

„ერთსაათიან შეზღუდვას დიდი გავლენა არ მოუხდენია, ისედაც 00:00 სთ-მდე ვმუშაობდით და 23:00 სთ-ზე დაკეტვით ბევრი არაფერი შეცვლილა. სამზარეულო აქამდეც 10-ზე იკეტებოდა და მაგ დროს არაფერი აღარ ხდება. რაც შეეხება სტუმარს, აქ მოსული სტუმარი მაინდამაინც ტრანსპორტით არ სარგებლობს, შესაბამისად ამის გამო რაოდენობის კლება არ გვიფიქსირდება და სტუმრები ნამდვილად გვყავს. ერთადერთი გაგვეზარდა თანამშრომლების ხარჯი, ეს არის დღიურად 200 ლარი იმის გამო რომ გვიწევს ტაქსებით მათი ტრანსპორტირება“ - განაცხადა გუბელაძემ.

ინფორმაციისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რეგულაციები გამკაცრებულია - დიდ ქალაქებში აკრძალულია ტრანსპორტი, გასართობი ღონისძიებები, ხოლო რესტორნებსა და კაფეებს მუშაობა 23:00 საათამდე შეუძლიათ, ნაცვლად 00:00 საათისა.