მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი პარასკევისთვის Ryanair-ი 1 მილიონ ბილეთზე 25%-იან ფასდაკლებას აცხადებს

5ddfbd780de7d
შოთა ტყეშელაშვილი
28.11.19 16:30
987
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია Ryanair-ი "შავი პარასკევისთვის" 25%-იან ფასდაკლებას აცხადებს. 

ავიაკომპანიის ოპერაციების მენეჯერის, ალეხანდრა რუისის განცხადებით, ფასდაკლება დეკემბრიდან მარტის შუალედში მოქმედ ბილეთებზე მოქმედებს და ის პარასკევს 00:00-დან 23:59-მდე იქნება ძალაში.

Ryanair-ი თბილისისა და ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით რეგულარულ რეისებს უკვე ერთი თვეა ასრულებს.