მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის პოტენციალის გამოყენებისთვის მეტ ევროპულ ინვესტიციას ველით - პრემიერი

60ed660313afc
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.21 14:05
651
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცადებით, მთავრობა შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით მეტ ევროპულ ინვესტიციას ელის. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში უნგრეთმა საქართველოში მედიკამენტების ექსპორტს შეუწყო ხელი, რაც უპრეცენდენტო გადაწყვეტილება იყო.

„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი საქართველოს აქტიურ დახმარებას გააგრძელებს ევროპული რეფორმების დღის წესრიგის წარმატებით შესრულების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ და ევროკავშირმა უნიკალური პარტნიორობა განავითარეს. მისი თქმით, საქართველომ დადო ამბიციური პირობა, რაც გულისხმობს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ისე გაძლიერებას, რომ ქვეყანა 2024 წელს მზად იყოს ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის შეტანისთვის“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.