მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

5f65d710f2dcc
ელენე გოგბერაშვილი
19.09.20 14:09
1387

ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა.

პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობს. კონკრეტულად მის კრიტიკას იმსახურებს ის, რომ დღეს ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკების მარეგულირებელიც არის და ფასიანი ქაღალდების ბაზრისაც.


-არის თუ არა ქართული კომერციული ბანკების უჩინარი ხელი როგორც მეხამრიდი ან პრობლემა საფონდო ბირჟის განვითარებისა საქართველოში ?


-„რა თქმა უნდა არა, კატეგორიულად ვაცხადებ, რადგან ადგილობრივი საფონდო ბირჟის დამფუძნებლები კომერციული ბანკები არიან. აქ არის პრობლემა რეგულაციაში, დღეს ეროვნული ბანკის რეფორმირებაა საჭირო. სებ-ში არის დღეს თავმოყრილი ფასიანი ქაღალდებიც. ეს არაფრით არ შეიძლება. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი.

როცა სებ-ის და საფინანსო სისტემის რეფორმაზე ვლაპარაკობთ ერთ-ერთი ძირითადი არის ამის განცალკევება. ბანკები პირიქით, დაინტერესებული არიან ეკონომიკის ზრდით. რაც უფრო ძლიერია საფონდო ბირჟა, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ბრუნვაა ეკონომიკაში, უფრო მეტი თანხები სჭირდება საბროკერო, საბანკო, სადაზღვევო მომსახურებას, ყველა სარგებლობს ამით. საბანკო სფეროში დღეს 16 ბანკია. 28 მლრდ ლარია დეპოზიტზე. ეს არ ნიშნავს, რომ 28 მლრდ მთლიანად გამოყენებულია. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ რესურსების მოძიებაზე 10% რომ ვიანგარიშოთ 28 მილიარდიდან, რომელსაც მაღალი პროცენტი ერიცხება საბანკო დეპოზიტზე, ეს არის დაახლოებით მლრდ დოლარი.

მილიარდი დოლარის შეშვება უახლოეს ერთ წელში, როგორც რესურსი კომპანიებში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ამას უნდა დავუმატოთ საპენსიო ფონდი, რომელსაც დღეს პატრონი არ ჰყავს. უბრალდო შეგროვებულია ფული და გასაგებია მოსახლეობის გულისწყრომა. ამ საპენსიო ფონდის მონაწილეობაც საფონდო ბირჟაზე არის მნიშნელოვანი. ეს ირიბად ხდის თითოეულ მოქალაქეს ასევე თანამფლობელს ეკონომიკის სხვადასხვა ინდუსტრიების და სხვადასხვა მიმართულებების. აი ეს უნდა გაკეთდეს"-აცხადებს ხაზარაძე.