"რონდელის ფონდის" მკვლევარი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ვერ იქნებოდა.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. კერძოდ, მან თქვა, რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარის მიზეზებს შორის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაც არის.
“ზოგადად, გეოგრაფიულ მდებარეობას მნიშვნელობა აქვს, როდესაც საქმე ინტეგრაციას ეხება. უფრო მარტივია ინტეგრაცია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირს ესაზღვრებიან. რა თქმა უნდა, გეოგრაფიას აქვს მნიშვნელობა, თუმცა მაშინ ჩვენს შემთხვევაში გეოგრაფიული საკითხი ფაქტობრივად მეორე პლანზე გადავიდა და დაიხურა. ეს გამოჩნდა იმით, რომ ევროკავშირმა ძალიან კონკრეტული საკითხები დაგვისვა, რომელთაც გეოგრაფიასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. მათ როგორც კი გადავწყვეტთ ექვსი თვის ვადაში თავიდან განვიხილავთ თქვენს საკითხსო ანუ გვაქვს შანსი უკრაინას და მოლდოვას დავეწიოთ. ამ ქვეყნებთან ერთად ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით უკვე ვართ ერთ გეოგრაფიულ არეალში, ამიტომ “ტრიოს” გახლეჩაზე საუბარი არ მიმდინარეობს”, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ევროკავშირს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი არ უთქვამს და მთავრობამ ევროკომისიის რეკომენდაციაში ასახულ საკითხებზე მუშაობა უნდა გააგრძელოს. კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ უმჯობესია მთავარობამ ღიად თქვას, რომ ევროკომისიის მიერ დასახელებულ საკითხზე მუშაობენ, ხოლო თუ მთავრობა პასუხისმგებლობას არ აიღებს ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 საკითხის შეასრულებზე, მაშინ მისი შემადგენლობა უნდა შეიცვალოს.
“საქართველო მაშინ ჩამოშორდება [ამ პროცესს] თუ 6 თვეში განხილვის შემდეგ დაწერენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს და არ იტყვიან, რომ თავიდან განვიხილავთ და ა.შ. მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ უარი გვითხრეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის უარი არ უთქვამთ. აბსოლუტური შეცდომა იქნება თუ ვინმე სტატუსის მონიჭებაზე უარის თქმას გეოგრაფიას დააბრალებს”, - აცხადებს გოგოლაშვილი.
17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ევროკომისია საქართველოს საკითხს მოუბრუნდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო პირობების შესრულებაზე მუშაობას ევროსაბჭოს მიერ რეკომენდაციის დამტკიცებისთანავე დაიწყებს. მთავრობის მეთაურმა ისიც თქვა, რომ რეკომენდაციაში გაწერილ გარკვეულ საკითხებს ბრიუსელთან აუცილებლად გაარკვევენ
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი