მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეცდომები, რომლებსაც კრიპტომოყვარულები უშვებენ

6374f472e7eab
BM.GE
17.11.22 00:05
612

კრიპტოვალუტაში ინვესტირება შესაძლოა ძალიან მარტივი და სწრაფი იყოს – დღეს შენ შეგიძლია ისეთი პლატფორმების გამოყენებით, როგორიც MyCoins არის, ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძინო სასურველი კრიპტოვალუტა. მაგრამ კრიპტომოყვარულთა დიდი რაოდენობა გაუაზრებელ შეცდომებს უშვებს, რომელთა გამოსწორების შემთხვევაში, შენი კრიპტოსამყაროში მოგზაურობა გაცილებით მომგებიანი იქნება.

რა არის ეს შეცდომები?


შეცდომა N1: ინვესტიცია არასწორ კრიპტოვალუტაში

უამრავ დამწყებ კრიპტომოყვარულს ჰგონია, რომ მარკეტზე ერთადერთი პერსპექტიული კრიპტოვალუტა არის ბიტკოინი (BTC), რაც არ არის სიმართლე. არსებობს მრავალი სხვა ისეთი პერსპექტიული კრიპტოვალუტები, როგორიცაა ეთერიუმი (ETH), რიპლი (XRP) და მრავალი სხვა. რომელთაც, ზოგ შემთხვევაში, იმაზე მეტი მომგებიანობა აქვთ, ვიდრე ბიტკოინს (BTC). ამიტომ, ინვესტიციის გაკეთებამდე, სჯობს შეისწავლო სასურველი კრიპტო, ნახო მისი წარსული, დანიშნულება, პერსპექტივა და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

შეცდომა N2: მზად იყავი გამოწვევებისთვის

კრიპტო ინვესტიცია ძალიან ცვალებადი პროცესია, შესაძლოა შენი ინვესტიცია საოცრად მომგებიანი გახდეს და საგრძნობლად დიდი მოგება მიიღო, მაგრამ, ასევე არსებობს იმის შანსი, რომ შენი ინვესტიციის შემდეგ, კრიპტოვალუტის ფასმა დაიწიოს, რაც არ უნდა იყოს შენი პანიკის მიზეზი, რადგან გავლილი ისტორია გვასწავლის, რომ დღევანდელი დაბალი ფასი შესაძლოა ხვალ რამდენიმეჯერ გაიზარდოს. ამიტომ, არ იჩქარო გადაწყვეტილების მიღება.

შეცდომა N3: გადაამოწმე კრიპტო მისამართი კარგად

გასაკვირია, რამდენ კრიპტომოყვარულს მოსდის შეცდომა და კრიპტოს გაგზავნის დროს ტრანზაქციას არასწორ ადრესზე აკეთებს, რის გამოც მისი გაგზავნილი თანხა უბრალოდ იკარგება. სწორედ ამიტომ, გაგზავნამდე, კარგად გადაამოწმე კრიპტო მისამართი.

შეცდომა N4: პაროლი გავიწყდება

უამრავი კრიპტომოყვარულია ისეთი, ვინც ისეთი დიდი კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი (BTC), რამდენიმე წლის წინ, სულ რამდენიმე ცენტად იყიდა, რის შემდეგაც საკუთარი ანგარიში პაროლის დავიწყების გამო, დღეს უკვე მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტაზე ხელი აღარ მიუწვდება, რადგან უბრალოდ საკუთარი ანგარიშის პაროლი აღარ ახსოვს. ამიტომ გახსოვდეს – ყოველთვის კარგად შეინახე შენი პაროლი.