მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეფერხდა, თუ არა ენერგეტიკული ბირჟის რეფორმა COVID-19-ის პირობებში?

5e81ab598a6d1
დავით ჯალაღონია
30.03.20 22:00
1071
ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის ირინა მილორავას განცხადებით, ის რეფორმები, რაც ელექტროენერგეტიკულ სექტორშია დაგეგმილი, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

"პრაქტიკულად არანაირი შეფერხება არ არის, რადგან ამ ეტაპზე ხდება იმ ძირითადი დოკუმენტების შემუშავება, რომელიც უნდა გახდეს ახალი ენერგეტიკული ბაზრების სამართლებრივი საფუძველი, ვგულისხმობ კონცეფციას და ბაზრის წესებს. ჩვეულებრივად მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა, ონლაინ რეჟიმში ჯგუფი მუშაობს, რომელშიც ჩართულები არიან ეკონომიკის სამინისტრო, მარეგულირებელი კომისია, საკვანძო ენერგეტიკული საწარმოების წარმომადგენლები და მივყვებით იმ გრაფიკს, რაც გათვალისწინებული იყო რეფორმის განვითარების მიმართულებით.

კონცეფციასთან დაკავშირებით სამუშაო პროექტი არსებობს, რომელიც უნდა შეთანხმდეს ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოსთან და ამის შემდეგ, პროექტი დამტკიცდება", - განმარტა ირინა მილორავამ BM.GE-სთან საუბრისას.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის კონცეფცია მთავრობას დასამტკიცებლად, თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა წარუდგინოს. როგორც BM.GE-ს სამინისტროში განუცხადეს, დოკუმენტი მზად არის და მას მთავრობა უახლოეს ხანებში დაამტკიცებს, თუმცა უწყებაში კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ.

შეგახსენებთ, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება, რაც ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს ორგანიზებულს გახდის. მაგალითად, დღეს პირდაპირ მომხმარებლებს, რომლებიც ელექტროენერგიას რეგულირებული ბაზრის მიღმა, სადისტრიბუციო კომპანიების – "თელასისა" და "ენერგო–პრო ჯორჯიას" დაუხმარებლად ყიდულობენ, ამ ბირჟაზე დარეგისტრირება და საჭირო რაოდენობის ენერგიის შეძენა შეეძლებათ.

ერთი დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების დანერგვასა და ოპერირებას ბირჟა საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული მომსახურების მეშვეობით უზრუნველყოფს. ამ კომპანიის კონსულტანტები ენერგეტიკული ბირჟის სისტემის გასამართად ქართულ მხარესთან მუშაობენ.