რაც შეეხება მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადები 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას განმარტებით, საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, ასევე საექსკურსიო საქმიანობით დაკავებული კომპანიების შესახებ.
„ამ კომპანიებს ჩვენ გადავუვადებთ მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადებს - 1-ელ ნოემბრამდე. აღნიშნული შეღავათი შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს, ოთხი თვის განმავლობაში - მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი - ამ სექტორში დამატებით დატოვებს 100 მლნ ლარზე მეტ ფინანსურ რესურსს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად, ეს თანხა გაორმაგდება და ეკონომიკას, კომპანიებს დამატებით 600 მილიონი ლარი დაუბრუნდებათ.
პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დღგ-ს საშუალებით 1,2 მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს დაუბრუნებს.
„ამასთან ერთად, ამოქმედდება სასესხო მომსახურების კომპონენტის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების უკვე ძალზე კარგად აპრობირებული მექანიზმი. აქ გავზარდეთ სასტუმროების ზომა და 4-დან 30 ნომრამდე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო, სახელმწიფო რესურსიდან. ეს შეეხება დაახლოებით 2 000 სასტუმროს. გარდა ამისა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გლობალურად ეკონომიკას სჭირდება მხარდაჭერა სხვა ინსტრუმენტებითაც, ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი. ყველაფერი რომ შევაჯამოთ, არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობის რესურსის ეკონომიკაში მიმართვა ან დატოვება კომპანიებისთვის, რამაც ამ ეტაპზე მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კერძო სექტორს, თუმცა იმ შემთხვევაში, თ ეს საკმარისი არ იქნება და ვნახავთ, რომ გლობალური გამოწვევები და ნეგატიური ზეგავლენა ეკონომიკაზე კიდევ უფრო მძიმე იქნება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, ყველა ის ზომა, რომელსაც მთავრობა იღებს, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, მათ შორის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადების ნაწილში, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს და მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები.
„ეს არის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საბანკო სექტორს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ გავაგრძელებთ ეროვნულ ბანკთან ერთად საბანკო რეგულაციების თაობაზე საუბარს, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები გამოვიყენოთ. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რამეთუ კარგად გვესმის, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოხატული მხარდაჭერის მზაობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ასეთ შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?