მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეღავათები უნდა გაგრძელდეს...თუ ბიზნესი არ იმუშავებს, ბიუჯეტს შემოსავალი არ ექნება - ყარალაშვილი

608166e2ef754
ელენე გოგბერაშვილი
22.04.21 17:17
952
ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში 515 მლნ ლარი გაითვალისწინა ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტისთვის, რომელიც მოიცავს როგორც საშემოსავლო გადასახადის შეღავათს, ისე ტურიზმის სექტორისთვის ქონების გადასახადის შეღავათს, 2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერას და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათებს, რომელიც კერძო სექტორმა მიიღო, ვადა უკვე გასდის. ბიზნესი ამბობს, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი დაძლეული არ არის, ამიტომ ის შეღავათები, რითაც აქამდე სარგებლობდნენ, უნდა გაგრძელდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ცნობილია ფინანსთა სამინისტროს პოზიცია. მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ცოტა ხნის წინ bm.ge-ს განუცხადა, რომ ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება აღარ იგეგმება.

„საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ფაქტობრივად შეეხო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთან მუშაობდა და რა თქმა უნდა ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. ის, რომ ეს არ გაგრძელდება, ცუდია და აქ იბადება შემდეგი კითხვა, ის უზარმაზარი ფინანსური დახმარება, რომლის მობილიზებაც ხდება, რამდენად ეფექტურად დაიხარჯება?!

ჩვენ ბევრ წყაროს გავეცანით, სხვადასხვა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ეს რესურსი მიახმარეს ბიზნესს, რათა მათ შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები და არა იმისთვის, რომ დიდი ნაწილი გაცემულიყო სოციალური კომპენსაციის სახით, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ გრძელვადიან ჭრილში და საშუალოვადიან ჭრილში არ უზრუნველყოფს იმას, რომ დასაქმებული ადამიანი თვითონ შეძლებს საკუთარი სახსრებით, საკუთარი შემოსავლებით მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამიტომ ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტროსთან კიდევ უფრო აქტიურად არის სამუშაო. გვესმის სახელმწიფოს ტვირთი, მაგრამ თუ ბიზნესი არ იმუშავებს, საგადასახადო შემოსავალი არ ექნება და ეს ყველაფერი არის ასაწონი“-აცხადებს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორი ლევან ყარალაშვილი.