მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეღავათი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის - ვინ გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან?

5e3bb24020197
ინგა მურუსიძე
06.02.20 10:35
781
მთავრობის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებული პირები რიგ შემთხვევებში ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საუბარია 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მფლობელებზე.

„დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იძულებით გადაადგილებული ადამიანების ქონების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ იმ შემთხვევაში, როცა საუბარია 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილების, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული“, - განმარტა გახარიამ.