მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, სოფლის მეურნეობაში 300 მლნ ლარის მობილიზება მოხდა

5fd9c29eeb27b
ინგა მურუსიძე
16.12.20 20:40
607

შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი. ინფორმაცია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გააჟღერა. მან საზოგადოებას გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნო.

„მასშტაბური პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის’’ განხორციელებით აგრომეწარმეებისა და ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყებიდან დღემდე გაცემულია 2,695,338,563 ლარის ღირებულების 46,391 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 379,236,390 ლარი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი, მიმდინარე წლის განმავლობაში გაცემულია 372,086,077 ლარის ღირებულების 6,144 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 64,241,572 ლარი.

„2020 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 13 ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაციაა ჩართული. აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საფინანსო ინსტიტუტების მიერ და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა მინიმალურია, მთავარია ბენეფიციარი აკმაყოფილებდეს პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.