11.თებერვალი.2019 14:30
საზოგადოება

შეღავათიანი იპოთეკები - საპენსიო სააგენტოს შესაძლოა, სოციალური პროექტის დაფინანსება დაევალოს

შეღავათიანი იპოთეკები - საპენსიო სააგენტოს შესაძლოა, სოციალური პროექტის დაფინანსება დაევალოს
თქვენ მიერ საპენსიო ფონდში გადარიცხული ფულით, ყველაზე დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს შესაძლოა “იაფი კრედიტები” მიეცეს, რათა მათ ბინები შეიძინონ. ეს ცვლილება წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” მიერ მომზადებული კანონპროექტით, ქვეყანაში ახალი სსიპ-ი “ეროვნული საბინაო ფონდი” უნდა შეიქმნას, რომელიც დაფინანსებას პირდაპირ საპენსიო სააგენტოსგან მიიღებს. კანონპროექტის მიხედვით, “სსიპ ეროვნულმა საბინაო ფონდმა” საბაზროზე უფრო დაბალ ფასად, გრძელვადიანი იპოთეკური სესხები ქვეყნის ყველაზე დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს უნდა მისცეს.

“საპენსიო აქტივების ნაწილი მიემართება საბინაო ფონდისკენ, რომლის საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაარსდება საპენსიო სქემის ამუშავების შემდეგ. ხელმისასწვდომი საცხოვრებლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი საცხოვრებლის მიწოდება, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი დასაქმებულებისთვის (სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით), უპირატესად კი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დეკლარილებული აქვთ საკუთარი შემოსავლები. ეს შეამცირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ მაღალ პროცენტიან სესხებზე დამოკიდებულებას და თანხებს ეკონომიკის რეალური სექტორისკენ მიმართავს. ყველა სხვა პოზიტიური ეფექტების გარდა, ამას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების საბინაო საჭიროებების დაკმაყოფილების საქმეში,” - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დღეს მოქმედი საპენსიო სისტემით, საპენსიო სააგენტომ ინვესტირება მხოლოდ მომგებიან ფინანსურ აქტივებში უნდა მოახდინოს. “შეღავათიანი საცხოვრისის” პროგრამა კი, თავისი არსით სოციალური პროექტია. იქიდან გამომდინარე, რომ საპენსიო სააგენტოს დაევალება დაასუბსიდიროს მაღალრისკიანი სესხები, რათა მათი საპროცენტო განაკვეთი საბაზრო განაკვეთზე დაბალი იყოს ეს პროგრამა მაღალი ალბათობით, სააგენტოსთვის წამგებიანი ინვესტიცია იქნება. 

“ფრაქცია სოციალისტების” მიერ წარდგენილი კანონპროექტი ცვლილებებს კიდევ ბევრი მიმართულებით ითვალისწინებს.

პენსიის გაცემის მექანიზმი შემდეგია: დღევანდელი დასაქმებულები აფინანსებენ არსებულ პენსიონერებს, ხოლო დღევანდელ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლის შემდეგ დააფინანსებენ იმ დროის დასაქმებულები.

კანონპროექტის მიხედვით, მეორე სვეტის შენატანები ნაწილდება დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის სავალდებულო 2%-2%-ის ოდენობით და ირიცხება საპენსიო ფონდში მოქალაქის ანგარიშზე თაობათა შორის სოლიდარობის განსაზღვრული სარგებლის სქემისთვის. როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს სახელმწიფო და დამსაქმებელი შესაბამისად შეწყვეტენ შენატანების განხორციელებას.

ნარჩუნდება კერძო დაგროვებითი სისტემა. მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, მათ შეეძლებათ გააგრძელონ საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის სულ მცირე 2%-ის შეტანა დაგროვებით საპენსიო სქემაში.

კანონპროექტის ავტორი, ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ თუ მის წინადადებას მხარს არ დაუჭერენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

25.აპრილი.2019 23:43
14

გუდამაყარში მეხანძრეები მთელი ღამე იმუშავებენ

ვრცლად
25.აპრილი.2019 22:00
106

"ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების 30% სიჩქარის გადაჭარბების შედეგია“

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:03
52

გუდამაყარში ხანძარი ხუთ ჰექტარზეა გავრცელებული

ვრცლად
25.აპრილი.2019 19:30
117

მთაწმინდის საბაგიროს ბედი გაურკვეველია - მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეული არ არის

ვრცლად
25.აპრილი.2019 18:19
89

გუდამაყრის ხეობაში ხანძარია

ვრცლად
25.აპრილი.2019 18:00
70

Ge.Domains - პირველი Cloudflare-ის სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში

ვრცლად