მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეგრძნება მაქვს, რომ კონსესუსამდე მივალთ - თურნავა "ნამახვანჰესზე"

60cc95d074d11
ინგა მურუსიძე
18.06.21 13:35
653
მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ კონსესუსამდე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, რაც დაკავშირებულია სოფელ გუმათში რკინის ჯებირების აღებასთან.

„ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს ევროპელი მედიატორის ჩართულობით. რამდენიმე ხნის წინ იყო შეხვედრა ამ მედიაციის ფარგლებში. დღეს უკვე იგივე კონფიგურაციით, იგივე შემადგენლობით გაგრძელდება ეს შეხვედრა უკვე ონლაინ ფორმატში. შედეგი დადგა ის, რომ პოლიციამ რკინის ჯებირებს დემონტაჟი გაუკეთა. ახლა ველოდებით, რომ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებისგან კონტრნაბიჯები წამოვა, რომ კანონმდებლობა იყოს დაცული, არ გადაიკეტოს გზები. მე მაქვს შეგრძნება, რომ აუცილებლად მივალთ კონსესუსამდე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სამშენებლო სამუშაოები უნდა შეჩერდეს, თურნავას თქმით, ეს მოთხოვნა ევროპელმა მედიატორმაც არ გაიზიარა.

„წინა შეხვედრაზე ძალიან არგუმენტირებულად ვუპასუხეთ და შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის მედიატორმა არ გაიზიარა მოთხოვნა, რომ მშენებლობა უნდა შეჩერდეს ასე უაპელაციოდ, თუმცა მთავარი იყო დეესკალაცია და ამისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენ ვთვლით, რომ დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმის შესახებ პასუხისმგებლობა მხარეებზე არის გადანაწილებული. ჩვენც მოვისმენთ დაპირებას, რომ იქნება დაცული მშვიდობა და აქტივისტები ასევე მშვიდობიანად გააგრძელებენ ქმედებებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ევროპელი მედიატორის შუამდგომლობით "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო, რომელშიც ჩართული არიან როგორც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, ისე მთავრობის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.