„ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რომ ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში ბევრგან არის და სასურველია, მოხდეს შესაბამისი და დროული რეაგირება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
კახა კუჭავა ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს, ასევე, მთელ საზოგადოებას სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო თითოეულ ოჯახს, თითოეულ ბათუმელს და მთელ საქართველოს. ეს ჩვენთვის დიდი დანაკარგია. რთულია, სიტყვებით გამოვხატოთ ის წუხილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია. მთავრობამ გააკეთა განცხადებები, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს დაეხმარონ. გუშინ ასევე მოვისმინე, რომ მერიაში უკვე 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება, შესწავლა, მეც მივიღე წერილები და შესაბამისად, გადავამისამართე, რათა მოხდეს რეაგირება ყველა ავარიულ შენობაზე.
ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რომ ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ბევრგან არის და სასურველია, ჩვენი მხრიდანაც იყოს შესაბამისი და დროული რეაგირება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება